logo
ENG



ვანო მაჭავარიანი: ივანიშვილი არ ცდილობს ბალანსის პოვნას

20 მაი 202022:23
3 წუთის საკითხავი
 

დიპლომატი ვანო მაჭავარიანი „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქართული ოცნების ლიდერზე ბიძინა ივანიშვილზე და მის ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ივანიშვილი არანაირი ბალანსის პოვნას არ ცდილობს. მისივე თქმით, ერთადერთი რამ რაც საზოგადოებამ და პოლიტიკურმა წრეებმა ივანიშვილს შეიძლება დაუპირისპირონ ეს - პოლიტიკური პროცესია. 

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოების კარგად ინფორმირება და ამომრჩევლების მოზიდვა მოახერხონ, და მთავარი რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ეს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობაა, რადგან საზოგადოებისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

„ივანიშვილი არ ცდილობს არანაირი ბალანსის პოვნას. ეს გამოჩნდა არამარტო ოპოზიციურ პარტიებთან, მედიასთან თუ სხვასთან ურთიერთობაში, არამედ ყველა ინსტიტუტთან ურთიერთობაში. ეხლა უკვე გადაწვდა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკოსებს. 

ჩვენ უნდა გვახარებდეს, რომ ევროპული პოლიტიკის დისკუსიის ნაწილი ვართ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო არსებობდეს. 

ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო, როგორც ჩანს სულ სხვა გაგება არის. 

რაზე დაიჭირა უგულავა და ოქრუაშვილი? რაზე გამოუშვა? პოლიტიკურად დაიჭირა და ყველასთვის გასაგები იყო, მათ შორის საქართველოში ამერიკის ელჩის თქმითაც კი ისინი პოლიტიკურად იყვნენ დაჭერილები. 

ჩვენ გვაქვს საქმე პიროვნებასთან, მას აქვს პიროვნული გეგმები, რომელიც ძნელი ამოსაცნობია და ერთადერთი რაც შეიძლება დაუპირისპიროს ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა წრეებმა ეს არის - პოლიტიკური პროცესია. 

უმძიმესი მდგომარეობა გველოდება 2020 წლის შემოდგომაზე. მთავარი განმსაზღვრელი იქნება ჩვენთვის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და ჩვენი პარტნიორების ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩამოიშალოს. 

რუსეთი აუცილებლად შეეცდება, რომ ფულით, გავლენებით თავისი ადგილი დაიმკვიდროს საქართველოში. პოლიტიკოსები უნდა ჩამოყალიბდნენ ლიდერებზე, კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ ხედვებზე. საგარეო მხარდაჭერის გარეშე ივანიშვილს არ ესმის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.


close დახურვა